ოჯახში მოხმარებული ენერგირების დაზოგვის გზები
პრობლემა:
თითქმის ყველა ოჯახში ენერგიის არაეკონომიური ხარჯვაა
პროექტის მიზანი:
ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება
პრობლემის ანალიზი:
ენერგიის უყაირათო, არაეკონომიური ხარჯვა შეიძლება გამოიწვიოს ხარჯვამ არასაჭიროების მიხედვით(მაგ.ანთია ნათურები, დაზიანებულია ონკანი, იწვება ბუნებრივი აირი და სხვა).
პროექტის ამოცანები:
1.ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულების დადგენა
2.ენერგიებს შორის ეკონომიკური თვალსაზრისით პრიორიტეტულის განსაზღვრა.
3.ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა.,
პროექტის საქმიანობებ
I.განსაზღვრა, რა სახის ენერგიას მოიხმარს ოჯახი:ელექტრულს, წვის(ბუნებრივი აირი, შეშა)
ოჯახში ამ ენერგიების მომხმარებელი მოწყობილობების ჩამონათვალი:ელექტრო ნათურა, მაცივარი ტელევიზორი, კომპიუტერი, უთო, სარეცხი მანქანა, ელექტრო ქურა, მტვერსასრუტი, კონდენციონერი, გაზქურა, წყლის გამაცხელებელი, აირზე მომუშავე გამათბობლები, შეშის ღუმელი.
გამოთვლა რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული გამოყენებული ხელსაწყო ერთი თვის განმავლობაში
წარმოდგენა ცხრილის სახით.
II.დადგენა ეკონომიკური თვალსაზრისით რომელი ენერგიის გამოყენებაა უმჯობესია ბინის გასათბობად, წყლის გასაცხელებლად და სხვა.
ამ ენერგიის ღირებულების დადგენა და წარმოდგენა დიაგრამის სახით.
III. ენერგიის დაზოგვის გზების შემუშავება.
ჩამოწერა, რა სახით დაზოგავს ენერგიის ოჯახი
გა მოთვლა, რა ეკონომიას მისცემს ეს ოჯახს.
მოსალოდნელი შედეგები
1. მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას ცხრილების და დიაგრამების სახით.
2.შემცირდება ენერგიის ხარჯი, რაც დადებითად აისახება ოჯახის ბიუჯეტზე.
3.მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას,ეს უკვე მნიშვნელოვანია ქვეყნის მასშტაბით.
შეფასება:
შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს
პრობლემა სწორად არის თუ არა წარმოდგენილი.
მიზანი არის თუ არა მკაფიო და მიღწევადი
ამოცანები სწორად არის თუ არა განსაზღვრული
როგორ არის შერჩეული თითოეული ამოცანის შესტყვისი კონკრეტული საქმიანობები გაწერილი დროში
პრეზენტაციის დროს მოსწავლე როგორ აყალიბებს პროექტის არსს
როგორ მეტყველებს
როგორ აღწერს პროექტზე მუშაობის პროცესს
როგორ აცნობს თანაკლასელებს ჩატარებული სამუშაოს შედეგებს
რამდენად სრულყოფილია ანალიზი
როგორ ითვალისწინებს მასწავლებლისა და თანაკლასელების მითითებებს.
სამუშაო ენა:
ქართული
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
არა
პროექტის ფასილიტატორი:
ნელი ნიკლოაშვილი
ფასილიტატორის ელ ფოსტა:
Neli.nikolashvili@gmail.com.